სამტრედიაში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა
სამტრედიაში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

სამტრედიაში რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და შიდა-სასოფლო გზები დაიტბორა.

ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ უხვმა ნალექმა მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.

„მიზეზს წარმოადგენს ყუმურის, გომის, შუახისა და მასში შემავალი არხების მთიდან ჩამოსული ნაკადით ამოვსება, რამაც გამოიწვია დატბორვა. საჭიროა ყუმურისა და მასთან დამაკავშირებელი არხების გაწმენდა. მოხდება შედეგების აღწერა და კომპლექსური ღონისძიებები გატარდება“,- განაცხადა სამტრედიის მერმა.

საქართველოში მეორე დღეა წვიმს. სინოპტიკოსები გამოდარებას ხვალიდან პროგნოზირებენ.

დატოვე კომენტარი