სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

17:47, 30.11.2019

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები სოფელ საჯავახოში, მდინარეზე მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, დაკარგულია 30 წლამდე მამაკაცი, რომლის ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს. მამაკაცი სავარაუდოდ მდინარეში გადახტა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი