“სამტრედიას” მცველმა ჯემალ გოგიაშვილმა შესაძლოა, ლატვიაში ითამაშოს
“სამტრედიას” მცველმა ჯემალ გოგიაშვილმა შესაძლოა, ლატვიაში ითამაშოს

საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” მცველმა ჯემალ გოგიაშვილმა, შესაძლოა, ლატვიაში ითამაშოს. გოგიაშვილს ”რიგას ფს” იწვევს.

„სეზონის დასრულების შემდეგ ”სამტრედიას” ჯერ ახალი კონტრაქტი არ შემოუთავაზებია. სხვა გუნდებისგან კი შემოთავაზება მივიღე. მოლაპარაკება ლატვიურ “რიგას ფს”-თან მაქვს. ჯერ საკითხი გადაწყვეტილი არაა. ამას გარდა, რამდენიმე ქართული გუნდი დამიკავშირდა და უახლოეს დღეებში მეცოდინება, სად ვითამაშებ” – ამბობს გოგიაშვილი.

რიგას ფს”-თან ორიოდე დღის წინ კონტრაქტი საქარველოს მოქალაქეობადაბრუნებულმა ბექა ვაჩიბერაძემ გააფორმა, 2017 წლის დასაწყისიდან კი ამ ლატვიური გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების კანდიდატი ლაშა შერგელაშვილი იცავს.