„სამტრედიას“ ლეგიონერს ყაზახეთში იწვევენ
„სამტრედიას“ ლეგიონერს ყაზახეთში იწვევენ
აზერბაიჯანულ გამოცემა „აზერისპორტთან“ „სამტრედიას“ ლეგიონერმა ნიჯატ ყურბანოვმა განაცხადა, რომ მას ყაზახეთისა და საქართველოს ეროვნული ლიგის კლუბები იწვევენ.
 
„სამტრედიაში გადასვლა და საქართველოში თამაში ჩემთვის საინტერესოა. გუნდთან კონტრაქტი მისრულდება და წინადადებები მაქვს ყაზახური და საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბებიდან. ველოდები, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთო” – ამბობს აზერბაიჯანულ გამოცემასთან ნიჯატ ყურბანოვი.
27 წლის ნახევარმცველი საქართველოში წელს ჩამოვიდა და „სამტრედიაში“ ჩატარებულ შეხვედრებში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.