„სამტრედიამ“ თურქულ შეკრებაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა #1TVSPORT
„სამტრედიამ“ თურქულ შეკრებაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა #1TVSPORT

„სამტრედია“ თურქულ შეკრებაზე იმყოფება და პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. გია ცეცაძის გუნდი „ბეიკოზი ბელედიესპორს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

გია ცეცაძის გუნდის მეტოქე თურქეთის რანგით მეოთხე ლიგის (ამატორ ლიგა) გახლდათ. „სამტრედია“ დიდ უპირატესობას ფლობდა და 6:2 გაიმარჯვა. გუნდში პირველად ითამაშა გიორგი არაბიძემ. საქართველოს ნაკრებში ნათამაშები, 23 წლის შემტევი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ თავი გოლით გამოიჩინა.

„სამტრედიაში“ სხვა ახალწვეულებმაც ითამაშეს – ლუკა ასათიანმა, სტრაჰინია პავიშიჩმა, ჯემალ გოგიაშვილმა და ავთო ენდელაძემ. არაბიძის გარდა, ეროვნული ლიგის გუნდიდან დუბლი გიორგი ახალაძემ და ოთარ კობახიძემ შეასრულეს, ერთი გოლიც ლუკა შენგელიას ანგარიშზეა.

„სამტრედია“ – „ბეიკოზი ბელედიესპორი” 6:2

„სამტრედია“: ბექა ქურდაძე, ანდრო გიორგაძე, ლუკა ასათიანი, სტრაჰინია პავიშიჩი, ჯემალ გოგიაშვილი, ავთო ენდელაძე, მათე კვირკვია, გიორგი მჭედლიშვილი, გიორგი არაბიძე, გიორგი ილურიძე, გიორგი ლომთაძე.

„სამტრედია“ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 18 ივლისს გაემგზავრა, სადაც 2-კვირიან მოსამზადებელ ეტაპს გაივლის და ამხანაგურ მატჩებს კიდევ გამართავს.