„სამტრედიამ“ საქართველოს თასიდან მოქმედი ჩემპიონი გამოაგდო #1TVSPORT

23:06, 02.09.2026

„სამტრედია“ საქართველოს თასის 1/8-ფინალის გადადებულ შეხვედრაში „იბერიას“ დაუპირისპირდა, 2:0 დაამარცხა და ჯილდოსთვის ბრძოლას აგრძელებს.

„კახა კალაძის არენაზე“ გამართულ შეხვედრაში კონფერენსლიგის ჯგუფში გასული „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ აქცენტი სათადარიგიო მოთამაშეებზე გააკეთა. თერთმეტეულში მოხვდა დანიელ ქვარცხავა, რომელსაც „დინამო თბილისში“ იჯარა დაუსრულდა.

მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს და 26-ე წუთზე ცოტნე ჩიქოვანის გოლით დაწინაურდნენ. საბოლოო ანგარიში კი 90+1-ე წუთზე „სამტრედიის“ არგენტინელმა ლეგიონერმა, ერიკ ბარიოსმა დააფიქსირა.

სამი ნახევარფინალისტი გარკვეულია – ბათუმის „დინამო“, „გაგრა“ და გორის „დილა“. „სამტრედია“ მეოთხედფინალში „რუსთავს“ 14 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

მსგავსი