„სამტრედიამ“ ლატვიიდან ნახევარმცველი დაიმატა
„სამტრედიამ“ ლატვიიდან ნახევარმცველი დაიმატა

„სამტრედიამ“ ახალი მოთამაშე დაიმატა. ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთი ლიდერის ოფიციალური გვერდის ცნობით, გუნდის ღირსებას გურამ ლუკავა დაიცავს.

24 წლის ნახევარმცველი ბოლოს ლატვიის ვირსლიგის „ელგავაში“ გამოდიოდა. ლუკავა ლატვიის ვირსლიგის კლუბში 2018 წლის ივნისში ჩაირიცხა, 2019 წლის აგვისტოს კი გუნდი დატოვა.

ლუკავამ კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო, უთამაშია ფოთის „კოლხეთში“, „თელავში“, 2017 წლის შემდეგ ერთი სეზონი პოლონეთის პირველი ლიგის „ლეგიონოვიაში“ გამოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ „სამტრედია“ ეროვნული ლიგა-2-ს გათამაშებაში მეორე ადგილზეა და დიდი ალბათობით, ეროვნულ ლიგაში დასაწინაურებლად პლეი აუტში მონაწილება მოუწევს.