„სამტრედიამ“ კიდევ ორი მოთამაშე დაიმატა #1TVSPORT
„სამტრედიამ“ კიდევ ორი მოთამაშე დაიმატა #1TVSPORT

სეზონი განახლდა, „სამტრედია“ კი დაკომპლექტებას დღემდე აგრძელებს – გია ცეცაძის გუნდმა, რომელიც ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების აუტსაიდერია, კიდევ ორი მოთამაშე დაიმატა.

„სამტრედიას“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდის წევრი ირაკლი კამლაძე გახდა. 24 წლის ტანმაღალი (191 სმ) ფეხბურთელი ცენტრალური მცველია. უთამაშია თბილისის „ლოკომოტივში“, „ვიტ ჯორჯიაში“, საჩხერეს „ჩიხურაში“, ბოლოს კი თბილისის „მერანში“ გამოდიოდა. იყო საქართველოს 17 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი.

„სამტრედიას“ კარს დავით კუპატაძე დაიცავს, რომელიც გუნდში 2018 წელს გამოდიოდა. 30 წლის კიპერი თამაშობდა „ზესტაფონში“, ქუთაისის „ტორპედოში“, საჩხერეს „ჩიხურაში“, მარტვილის „მერანში“, წყალტუბოს „სამგურალში“, ქობულეთის „შუქურაში“, „საბურთალოში“. ასევე, გამოდიოდა აზიურ ქვეყნებში – ტაჯიკურ „ხუჯანდსა“ და ყირგიზულალაიში“.

„სამტრედიამ“ ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ 9 ფეხბურთელი დაიმატა, ანუ სულ 11 მოთამაშე. ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დასტურდება ბაჩანა არაბულის ტრანსფერი, რომელიც ბერძნული „ლამიადან“ წამოვიდა და გუნდს შეუთანხმდა.