„სამტრედიამ“ ფრედ ითამაშა
„სამტრედიამ“ ფრედ ითამაშა

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მესამეადგილოსანმა „სამტრედიამ“ თურქულ მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა.

უჩა სოსიაშვილის გუნდს თურქმენული კლუბი “შაგადამი” დაუპირისპირდა. 44-ე წუთზე ანგარიში „სამტრედიის“ ლეგიონერმა, მაიკლ ოლაიტანმა გაიტანა და შეხვედრის პირველი ნახევარი ქართული გუნდის გამარჯვებით დასრულდა 1:0. თურქმენებმა 85-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: მიგინეიშვილი, ნდონგი, ახალაძე, ფატიჩი, განუგრავა, დაუშვილი, ჩაჩუა, გი, ბაჩიაშვილი, ერისთავი, მაიკლი. შეცვლაზე: მესიაჩენკო, ოლხოვი, კერძევაძე, ხაჩიძე, -კირკიტაძე.