“სამტრედიამ” ამხანაგური მატჩი წააგო
“სამტრედიამ” ამხანაგური მატჩი წააგო

“სამტრედიამ” თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ყაზახურ “ორდაბასთან” გამართა, რომელიც მანამდე რუსეთის პრემიერლიგის ”კრასნოდარს” 3:3 ეთამაშა.

მე-17 წუთზე ანგარიში ბაჩიაშვილმა გახსნა, ყაზახურმა გუნდმა საპასუხო გოლი 37-ე წუთზე გაიტანა – თავი სენეგალელმა დიაკატემ გამოიჩინა.

მეორე ნახევარში სამტრედიული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა შემადგენლობა შეიცვალა და მოედანზე რამდენიმე ახალგაზრდა შეიყვანა. ”ორდაბასმა” კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხა – ამჯერადაც თავი არგენტინელმა ფონტანელომ და აბდრახმანმა გამოიჩინეს და ყაზახებმა 1:3 გაიმარჯვეს.

”სამტრედიამ” პირველ ტაიმში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მიგინეიშვილი, ჩაჩუა, ქარქუზაშვილი, ფატიჩი, ახალაძე, განუგრავა, ბაჩიაშვილი, კირკიტაძე, ერისთავი, გიი, ოლაიტანი.
შეცვლაზე: ოლხოვი, მანჯგალაძე, მესიაჩენკო, ნინუა, გიორბელიძე, ხაჩიძე, აღდგომელაშვილი, კერძევაძე, ვეილი.