„სამტრედია“ კიდევ ორ ფეხბურთელს შეელია
„სამტრედია“ კიდევ ორ ფეხბურთელს შეელია

„სამტრედია“ კიდევ ორ ფეხბურთელს შეელია – გუნდიდან ვაკო ბაჩიაშვილი და ნიკოლოზ ხაჩიძე წავიდნენ.

ბაჩიაშვილი მცველია, ხაჩიძე – თავდამსხმელი, ორივე მათგანი „სამტრედიამ“ იანვარში მიიწვია.

ცოტა ხნის წინ გუნდში მთავარ მწვრთნელად გია ცეცაძე დაინიშნა, რომელმაც ევროპის ლიგის თამაშებამდე საკადრო ცვლილებები დაიწყო და გივი ქარქუზაშვილთან და დათო კირკიტაძესთან დამშვიდობება გადაწყვიტა.

„სამტრედიამ“ ბექა ტუღუშის ტრანსფერიც ოფიციალურად დაადასტურა – „სამტრედიაში“ „ტორპედოდან“ გადასულმა 29 წლის ნახევარმცველმა, რომელიც შარშან ქვეყნის ჩემპიონი გახდა, გუნდთან კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა.