„სამტრედია“ ხუთ ფეხბურთელს შეელია და სეზონს განახლებული შემადგენლობით დაიწყებს #1TVSPORT
„სამტრედია“ ხუთ ფეხბურთელს შეელია და სეზონს განახლებული შემადგენლობით დაიწყებს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „სამტრედია“ შეკრებას იწყებს და ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით დაიწყებს.

ცნობილი გახდა, რომ გუნდი ხუთ მოთამაშეს დაემშვიდობა, მათ შორისაა მელქისედეკ ცვალე, რომელიც გუნდს 2022 წლის ზაფხულში ზუგდიდის „დინამოდან“ შეურთდა. 22 წლის სამხრეთაფრიკელმა თავდამსხმელმა 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

ცვალეს გარდა, „სამტრედია“ გიორგი ილურიძემ (24 მატჩი, 2 გოლი), ზურაბ ღირდალაძემ (21 მატჩი, 2 გოლი), გიორგი კურმაშვილმა (18 მატჩი, 2 გოლი) და გიორგი ჯალაღონიამ (19 მატჩი, 1 გოლი) დატოვეს.

გუნდი 15 იანვარს შეიკრიბება და გიორგი შაშიაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშს თბილისში დაიწყებს. „სამტრედია“ შეკრებას უცხოეთში გეგმავს, მოთამაშეთა დამატებასაც აპირებს და ჩემპიონატს განახლებული შემადგენლობით დაიწყებს.