„სამტრედია“ კაპიტანსა და ვიცე-კაპიტანს დაემშვიდობა
„სამტრედია“ კაპიტანსა და ვიცე-კაპიტანს დაემშვიდობა

„სამტრედია“ ორი წამყვანი მოთამაშის გარეშე დარჩა – გუნდმა ივნისში ევროპის ლიგაზე უნდა ითამაშოს, მაგრამ ასეთ დროს ვიცე-კაპიტანს, მეკარე ომარ მიგინეიშვილსა და კაპიტან ბუბა დაუშვილს შეელია.

ორივე მათგანმა პირველ არხთან ეს ფაქტი დაადასტურა, მაგრამ მიზეზებზე ლაპარაკი არ ისურვა.

„მადლობა გულშემატკივრებსა და ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს – მათი თანადგომა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მაგრამ ასეთია ფეხბურთი, მე უკვე „სამტრედიაში“ აღარ ვირიცხები“, – ამბობს ნახევარმცველი დაუშვილი.

29 წლის ნახევარმცველმა „სამტრედიასთან“ კონტრაქტი წელს გააფორმა. მას ეროვნულ ნაკრებში 29 მატჩი აქვს ჩატარებული.