„სამტრედია“ ბულგარეთში მოემზადება - გუნდმა კოსტარიკელი შემტევი დაიმატა #1TVSPORT
„სამტრედია“ ბულგარეთში მოემზადება - გუნდმა კოსტარიკელი შემტევი დაიმატა #1TVSPORT

„სამტრედია“ ბულგარეთში გაემგზავრა, სადაც ორკვირიან მოსამზადებელ ეტაპს გაივლის და სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

მატჩების განრიგი ბულგარეთის შეკრებაზე:

6 ივლისი

რადნიჩკი – სამტრედია

9 ივლისი

სამტრედია – სტიაუა ბუქარესტი

12 ივლისი

სლატინა – სამტრედია

გუნდს თავდამსხმელი გიორგი გვიშიანი მარტვილის „მერანიდან“ დაუბრუნდა. „რუსთავი“ დატოვა და იმერულ კლუბში ითამაშებს ნახევარმცველი დავით სამურკასოვი.

ადგილობრივების გარდა, „სამტრედიამ“ ლეგიონერი დაიმატა – გუნდში კოსტარიკელი შემტევი ხულენ კორდედო ჩაირიცხა, რომელიც ბოლოს „სანტოსის“ რიგებში გამოდიოდა, 2019 წელს კი ფრანგული „ლე ავრის“ ფეხბურთელი იყო და კოსტა რიკის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია. 23 წლის კორდედო კოსტა რიკის ორგზის ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელია.