სამთავრობო პროგრამა - ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება
სამთავრობო პროგრამა - ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება

სამთავრობო პროგრამაში – „თავისუფლება, კეთილდღეობა, სწრაფი განვითარება“ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებითაც არის საუბარი.

„მოხდება მეტად ჰუმანური პოლიტიკის დანერგვა ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით. გაგრძელდება ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა კვლევებზე, ანალიზსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში, რომელიც დღეს პარლამენტში განიხილება.

პროგრამაში ასევე ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო გააუმჯობესებს ნარკოდამოკიდებული პირებისთვის მიზნობრივი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს.

პარალელურად, პროგრამაში საუბარია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე. აღნიშნულია, რომ ამ გზით სახელმწიფო უზრუნველყოფს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაში ადამიანთა ჩაბმის თავიდან არიდებას.