კვლევის თანახმად, გერმანიაში მომატებულ ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა მიგრანტებს ეკისრებათ
კვლევის თანახმად, გერმანიაში მომატებულ ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა მიგრანტებს ეკისრებათ

გერმანიაში ბოლო პერიოდში მომატებულ ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა მიგრანტებს ეკისრებათ, – ამის შესახებ სამთავრობო დაკვეთით ჩატარებული კვლევის დასკვნაშია ნათქვამი.
კვლევა ეყრდნობა ქვემო საქსონიის მონაცემებს, სადაც დანაშაულის ზრდის 90%-ს მამრობითი სქესის მიგრანტებს მიაკუთვნებენ.
მკვლევარების ცნობით, ანგარიშის შედეგი მოულოდნელი არ არის, რადგან გერმანიაში ჩასული მიგრანტების უმეტესობა 14-დან 30 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან. როგორც მკვლევარები აცხადებენ, ეს ასაკობრივი ჯგუფი კი უფრო მეტად არის მიდრეკილი დანაშაულის ჩადენისკენ.

მკვლევარები ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტორზე, რომ დანაშაულის შესახებ პოლიციას უფრო ხშირად აცნობებენ, როცა დამნაშავე მიგრანტია და არა გერმანელი.