სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების მიზნით, ავღანეთის მთავრობამ „თალიბანის“ 200-მდე მებრძოლი გაათავისუფლა
სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების მიზნით, ავღანეთის მთავრობამ „თალიბანის“ 200-მდე მებრძოლი გაათავისუფლა

სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების მიზნით, ავღანეთის მთავრობამ „თალიბანის“ 200-მდე მებრძოლი გაათავისუფლა.

ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახლად გათავისუფლებული პატიმრები იმ 400 მებრძოლის რიგებიდან არიან, რომელთა გამოც ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დროებით შეჩერებული იყო.

დაპატიმრებული მებრძოლების გათავისუფლების სანაცვლოდ, „თალიბანმა“ ავღანეთს სპეცრაზმის ექვსი წევრი გაათავისუფლა.

აშშ-სა და „თალიბანს“ შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებით გათვალისწინებულია 5 000 „თალიბანის“ წევრის გათავისუფლება.