სამშენებლო სექტორში ფასები 4,8 პროცენტით გაიზარდა
სამშენებლო სექტორში ფასები 4,8 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი, 2018 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით 4.8 პროცენტით გაიზარდა.

უწყების განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა თვეში საშუალო ნომინალური ხელფასის 13.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც მთლიან ინდექსზე 3.64 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში 1.8 პროცენტით გაიზარდა ფასები სამშენებლო მასალებზე.

ამასთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით კი, მშენებლობის ღირებულების ინდექსის 2.6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ინდექსის ზრდა, ძირითადად, განაპირობა სამშენებლო მასალებზე ფასების 5.1 პროცენტიანმა ზრდამ, რაც 2.8 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. აღნიშნულ პერიოდში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი თვეში შემცირდა 1.5 პროცენტით, რაც -0.46 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის წლიურ ცვლილებაზე.