სამშენებლო სამუშაოების დროს შრომის უსაფრთხოებაზე ახალი საკანონმდებლო რეგულაციები მომზადდება
სამშენებლო სამუშაოების დროს შრომის უსაფრთხოებაზე ახალი საკანონმდებლო რეგულაციები მომზადდება

სამშენებლო სამუშაოებსა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო რეგულაციები მომზადდება, რომელიც პარლამენტში ინიცირებულ „პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსს“ დაემატება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მმართველ გუნდში მიიღეს, რომელზეც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახი კალაძემ ისაუბრეს.

კობახიძის განცხადებით, დღეს სამშენებლო სამუშაოებსა და შრომის უსაფრთხოებასათან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაცია შედგა და ამ ინიციატივის სააფუძველზე პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა დაჩქარდება, რომელიც ამ საკითხებს ეხება.

„ეს ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მტკივნეული საკითხია და სამშენებლი სამუშაოებზე არის მსხვერპლიც. ინიცირებული კანონპროექტის მიზანია, ეს საკითხი სწორად დავარეგულიროთ. საქმე სანქციების გამკაცრებასა და ადმინისტრირების გაუმჯობესებას ეხება. ასევე გათვალისწინებულია სანქციები, რომელიც უნებართვო მშენებლობებს ეხება. ეს ის საკითხებია, რომელიც კანონონპროექტში ასახულია. საბოლოო ჯამში, ეს ცვლილებები პრობლემის არსებითად მოგვარებას უზრუნველყოფს. ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია და ჩარევა აუცილებელია. მშენებლობის მაღალ ტემპს მივესალმებით, მაგრამ ეს მსხვერპლის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე. ცვლილებები, რომელზეც ვსაუბრობთ, შევა „პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში“. ეს ცვლილებები უკვე ინიცირებულ პროექტს დაემატება, რომელიც მეორე მოსმენით კომიტეტში მიღებულია. ცვლილებები მიმდინარე კვირაში მეორე მოსმენით იქნება მიღებული”, – განაცხადა კობახიძემ.