სამშენებლო ნებართვების 46.8 პროცენტი თბილისზე მოდის
სამშენებლო ნებართვების 46.8 პროცენტი თბილისზე მოდის

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში გაცემული სამშენებლო ნებართვების 46.8 პროცენტი თბილისზე მოდის. ამ კუთხით მეორე ადგილზე აჭარაა (14.3 პროცენტი), მესამეზე კი ქვემო ქართლი (11.3 პროცენტი).

ყველაზე დაბალი წილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე მოდის (0.4 პროცენტი).

შედარებით დაბალი წილი აქვს წილი თბილისს დამთავრებული მშენებლობების სტატისტიკაში. კერძოდ, დედაქალაქზე დამთავრებული მშენებლობების 29.3 პროცენტი მოდის, 16.3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11 პროცენტი – ქვემო ქართლზე.

2018 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულია 928.9 ათასი კვ.მ. ფართობის 1163 ობიექტი. 2017 წლის შესაბამის პერიოდში კი ექსპლუატაციაში შევიდა 1190.1 ათასი კვ.მ. ფართობის 1334 ობიექტი.