სამშენებლო კომპანიის მიერ გაზის მილის დაზიანების გამო, ისნის რაიონში 6000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
სამშენებლო კომპანიის მიერ გაზის მილის დაზიანების გამო, ისნის რაიონში 6000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

თბილისში, ისნის რაიონში 6000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიის გამო შეუწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე სარემონტო სამუშაოებისას ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა შემდეგ ქუჩებს: დედოფლისწყაროს I შეს. 2, ვ. ივერიელის ქ. 32-32ა (ყოფ. საბადურის ქ. 32), ვ. ივერიელის ქ. 36-38, საბადურის ქ. 31-33, შავი ზღვის (ახლ. ლეხ კაჩინსკის) ქ. 1, 1-3, 1-5, 1ა, 1ც, 6, 8, 9, 10/3, 11, 13, შირაქის ქ. 3, 11, 13, კასპის ქ. 3ა, 3ბ, 3ვ, 5, 11, 13, 15, გარე-კახეთის ქ. 2, 3, 4, 6, აწყურის ქ. 3, 3ა, 3ბ, 3ვ, 3დ, 4ა, 4ბ, 45, 70, 76, არტემ ლუსინიანის ქ. 5, ქ. წამებულის გამზ. 10, 12, 32, 42, 47/49, 49/8, 53ა, 53ბ, 64/66, 68, 76ბ, 77დ, 78, 82, 84/86, 88, 90, 92, 50/ბოჭორმის ქ. 18, კახეთის გზ-სა და კოპცოვის ქუჩის კუთხეში (იგივე ნავთლუღის 1დ.1შ.1) მდებარე შპს „ბრაუნის“, ს.დურმიშიძის ქ. 21-ში საცხოვრებელი კორპუსების, ასევე ქ. წამებულის გამზირის ნაწილის, დოესის, აწყურის, კასპის, შავი ზღვის, ფაღავას, შორაპნის, ცუცხვათის, შირაქის, საბადურის, კაკაბეთის, ახმეტის, კობარეთის, იზაშვილის, გუთნის, ბადიაურის, კოტე ბაქრაძის, ხახანაშვილის, ნოსირის, უბილავას, სართიჭალის, ბოროდინის, ქურხულის, ირბახის, თელავის, ალიხანიანის, ნიორაძისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევ მიმდებარედ არსებული კვებისა და კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა მეტრო სადგურ „ისანის“ მიმდებარედ კახეთის გზ-ზე მდებარე „სოკარის“ გაზგასამართი სადგური, ისნის ბაზრობის ტერიტორია, ქ. წამებულის გამზირზე – სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რესტორანი ,,ალაზანი”, ი/მ სოფიო ლომსაძე, შპს ,,ტრანსსერვისი“, შპს „უნიქუე შტატ ჰოტელს“, გარე კახეთის ქ. 9-ში – შპს ,,კოკო”, წინანდლის ქ. 9-ში (ყოფ. არამიანცის I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია), შირაქის ქ. 20-ში, შპს ,,მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა”, აწყურის ქუჩაზე – შპს „ვარკეთილი 95“, ი/მ გოჩა ფოფხაძე, ფ/პ „სოფიო გაბედავა“, შპს „სერვის გრუპი“, კობარეთის ქ. 47-ში – შპს ,,პლატფორმა 2008”, წინანდლის ქ. 9-ში (ყოფ. არამიანცის სახ. საავადმყოფოს ტერიტორია) განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებს და მცირე კომერციულ ობიექტებს.

„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო. კომპანიის სპეციალისტები სრულად მობილიზებულები არიან, რათა დროულად მოხდეს დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა.

აღნიშნულ ქუჩებზე გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება დღეს 17:00 საათიდან და სრულად დასრულდება დღის ბოლომდე“, – აცხადებენ კომპანიაში.