სამშენებლო კომპანიამ ლისის ტბასთან გაზსადენი დააზიანა, 7 500 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება ავარიულად შეუწყდა
სამშენებლო კომპანიამ ლისის ტბასთან გაზსადენი დააზიანა, 7 500 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

სამშენებლო კომპანიის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო, 7 500 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა, – აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“.

„ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ შეუთანხმებელი სამუშაოების წარმოებისას ლისის ტბის მიმდებარედ გაზსადენი დააზიანა. შედეგად, 13:00 საათიდან 7 500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.

კერძოდ – გაზის მიწოდება შეუწყდება შპს „ლისი ფოს“ საცხოვრებელი კომპლექსის, საბურთალოს რაიონში – ზემო ვეძისის ქ. 6ა-ში – შპს „ამხანაგობა ლისის 2015“, ალ. ყაზბეგის გამზ. 3ა, ვაჟა-ფშაველას გამზ. 2, 2ა, 3, 4, 5, 6, 7, 9, 11, 13, 15, 15ა, 17, 19, 21, პეკინის გამზ. 42, 45, სიმონ კანდელაკის ქ. 4, 6ბ, 8, 8ა, 8ბ, 9, 10, 33-35, ბუდაპეშტის (ახლ. გურამ ფანჯიკიძის) ქ. 2, 3ა, 3ბ, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 15, 17, 22ა, 22ბ, შალვა ნუცუბიძის ქ. 3, 9, 9ა, 11, 11ა, 13, 15, 17, 19, 21, ზემო ვეძისის ქ. 4, 2ა, 3ა-ში – შპს „თბილისი ტურიზმის ცენტრის“, იური გაგარინის ქ. 18-ში მდებარე ამხანაგობა „გაგარინის 18“-ს, გაგარინის ქ. 29-ში მდებარე შპს „ირს თაუერის“, ელისაბედ ჩერქეზიშვილის ქ. 2-ში მდებარე შპს „მდკ“-ს, ზემო ვეძისის დასახლების, ამბროლაურის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, აქვსენტი მეგრელიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, ჰეიდარ აბაშიძის, ზემო ვეძისის ქუჩის, ივანე ბერიტაშვილის, მარო თარხნიშვილის, მამია ალასანიას, ემანუელ აფხაიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, ვაზისუბნის, ივანე მარუშიძის, გაბრიელ ისაკაძის ქუჩებზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე ზემო ვეძისის ქ. 4-ში – შპს „თბილისის ტურიზმის ცენტრს“, ზემო ვეძისის ქ. 1-ში – შპს „ტიფლისი-პერმ გრუპი“, შპს „მორენა–პრო“, შპს „ტურიზმის ცენტრი“, გაგარინის ქ. 29-ში – საქართველოს ბანკის სათაო ოფისს, ვაზისუბნის ქ. 4-ში – ასოციაციას „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველისთვის“, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – შპს „საშხაპეს“, მარშალ გელოვანის ქ. 2-ში – შპს „რადიო საქართველოს“, რესტორან „ვეფხი და მოყმეს“ (შპს „ანდამა“), ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112“, შპს „ლისი ფოს“, – აცხადებენ კომპანიაში.

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, გაზმომარაგება სრულად აღდგება დღეს, 4 იანვარს 22:00 საათისთვის.