სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მშენებარე კომპლექსთან მენაშენეთა აქცია გაიმართა
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მშენებარე კომპლექსთან მენაშენეთა აქცია გაიმართა

თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მშენებარე კომპლექსთან მენაშენეთა აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ამავე მისამართზე მიმდინარე მშენებლობაში არსებულ დარღვევებს და შეჩერებულ სამუშაოებს აპროტესტებენ.

მოქალაქეების თქმით, ოთხი კორპუსი ოჯახებს 2017 წლის დეკემბერში უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა მშენებლობა ისევ საწყისს ეტაპზეა.

1000-მდე ოჯახი კომპანია “სვეტის” წარმომადგენლებისგან პასუხს ითხოვს და საკითხით დაინტერესებას მერიის შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს. თავად კომპანია “სვეტის” წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.