სამსახურის დაკარგვის გამო რუსეთში მამაკაცმა თავი დაიწვა
სამსახურის დაკარგვის გამო რუსეთში მამაკაცმა თავი დაიწვა

მამაკაცი, რომელმაც ბაშკირიის ქალაქ იშიბაის მერიის წინ თავის დაწვა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „დოჟდი“ ავრცელებს.

საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, მამაკაცს სხეულის 85%-ის დაწვრობა და მუცლის არეში დანით ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. როგორც ტელეკომპანია „დოჟდი“ იტყობინება, 39 წლის დიმიტრი რუდოვმა ბოლო დროს სამსახური დაკარგა და ყოფილი უფროსის წინააღმდეგ სასამართლო დავა ჰქონდა. მან ასევე მიმართა ფსიქონევროლოგიურ ცენტრს.

თავის დაწვის მცდლეობამდე ერთი თვით ადრე დიმიტრი რუდოვმა ინტერნეტში ვლადიმერ პუტინისადმი ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებაზე საუბრობდა. როგორც წერილიდან ირკვევა, რუდოვი კომპანია „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ინჟინერ-ელექტრიკოსის თანამდებობაზე მუშაობდა.

დიმიტრი რუდოვის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.