სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული დევინ ბუკერი გახდა

13:43, 18.02.2018

ALL STAR-ის მიმდინარე წლის სამქულიანების კონკურსი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. კონკურსში შვიდი კალათბურთელი მონაწილეობდა, მათ შორის: კაილ ლოური, პოლ ჯორჯი, შარშანდელი სეზონის გამარჯვებული ერიკ გორდონი, კლეი ტომპსონი, უეინ ელინგტონი და ბრედლი ბილი.

ფინალში ბუკერთან ერთად ტომპსონი გადავიდა. ფინიქსსანზის“ მოთამაშემ, ფინალში 28 ქულა მოაგროვა, რითაც ფინალური რაუნდების ახალი რეკორდი დაამყარა. კლეი ტომპსონმა კი, 25 ქულის მოგროვება შესძლო.

https://www.youtube.com/watch?v=LDbeAjbkp0Q

მსგავსი