„ინტერის“ ნახევარმცველმა, ანტონიო კანდრევამ მილანური კლუბი იჯარის წესით დატოვა და „სამპდორიას“ რიგებს შეუერთდა.
„სამპორიას“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 33 წლის კანდრევას იჯარა ფეხბურთელის 2.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვას ითვალისწინებს, ხელშეკრულება კი ოთხი წლის ვადით გაფორმდება.
იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში ანტონიო კანდრევამ 32 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლის ავტორი გახდა.