უზრა ზეია – უფლებათა დამცველები და სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს თამაშობენ საქართველოს ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში
სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში წერს.
„მადლობელი ვარ საქართველოს ადამიანის უფლებათა დამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისთვის, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში. აშშ ყველას მიმართ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის მოწოდებით გამოდის“, – წერს უზრა ზეია.
Grateful to meet with 🇬🇪 human rights defenders and civil society, who play a crucial role in supporting Georgia’s democratic and Euro-Atlantic path. The United States urges respect for human rights and fundamental freedoms for all. pic.twitter.com/ywKltqgZkN
— Under Secretary Uzra Zeya (@UnderSecStateJ) July 11, 2024