სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შესახებ უზრა ზეია სოციალურ ქსელში წერს.
„ნაყოფიერი დისკუსია საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერ ქალებთან. პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემა დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და აშშ გასცემს მოწოდებას თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ეუთო-ს სტანდარტების შესაბამისად“, – წერს უზრა ზეია სოციალურ ქსელში.
Fruitful discussion with women leaders from 🇬🇪 opposition parties. Respect for political pluralism is integral to democracy and 🇺🇸 urges free and fair parliamentary elections in compliance with OSCE standards. pic.twitter.com/LE3N6tYch4
— Under Secretary Uzra Zeya (@UnderSecStateJ) July 11, 2024