სამოქალაქო მოძრაობებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს პარლამენტთან აქციის გამართვას გეგმავენ
სამოქალაქო მოძრაობებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს პარლამენტთან აქციის გამართვას გეგმავენ

სამოქალაქო მოძრაობებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი თბილისის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშლილი კარვების აიღეს და საახალწლოდ საბავშვო ატრაქციონები დადგეს.

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრ გიგა მაქარაშვილის განცხადებით, საპროტესტო აქცია დღეს, დილის 12:00 საათზე დაიწყება და ახალი წლის დადგომის შემდეგაც გაგრძელდება.

„შვილმოკლული მამის კარავი აიღეს და ბატუტი დაიდგა, ზვიგენიანი ბატუტი. აბსოლუტურად გაუგონარი ამბავია, სრული მარაზმია. როგორც ჩანს, 31 დეკემბერს ახალ წელს ბევრი ადამიანი იქნება აქ და ეს ახალი წელი იქნება ძალიან გარდამტეხი არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, ეს შეუქცევადი პროცესია, არამედ ყველა შემდეგი ხელისუფლებისთვის უნდა იყოს მაგალითი, რომ ასე საკუთარ მოსახლეობას არ უნდა მოექცე. ხვალ, უკვე დღეს, 31 დეკემბერს იქნება პროტესტი. მოვა მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ოჯახთან ერთად, ვინც დარჩა ცოცხალი, ზოგი მოუკლეს, ზოგი დაუჭირეს. პანკისში პატიმრისთვის საჭმლის მოსატანად იყო წასული და იხელთეს დრო. არ შერჩება არცერთ ხელისუფლებას საკუთარ მოსახლეობასთან ასე მოქცევა. დილის 12:00 საათზე ვიწყებთ და ღამის 12:00-ის შემდეგაც ვაგრძელებთ“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.