სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რიგა-თბილისი-რიგას ავიარეისების განრიგს აქვეყნებს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რიგა-თბილისი-რიგას ავიარეისების განრიგს აქვეყნებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რიგა-თბილისი-რიგას ავიარეისზე ფრენების განრიგს აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება. აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეარ ბალტიკს“ (airBaltic) შორის.

ავიაკომპანია რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირებას თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით განახორციელებს, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, რეგულარული რეისები აღნიშნულ მიმართულებაზე ორი სიხშირით შესრულდება. ავიარეისების განრიგი კი ასეთია:

  • რიგა – თბილისი, 20 აგვისტომდე – ყოველ ოთხშაბათს (5, 12, 19 აგვისტო);
  • თბილისი – რიგა, 20 აგვისტოს ჩათვლით – ყოველ ხუთშაბათს (6, 13, 20 აგვისტო);
  • რიგა – თბილისი, 20 აგვისტოს შემდეგ – კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას;
  • თბილისი – რიგა, 20 აგვისტოს შემდეგ – კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და ორშაბათს.

ფრენები Airbus A220-300 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

რიგა წარმოადგენს მესამე საერთაშორისო მიმართულებას, რომელთანაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აგვისტოდან განახლდება. 2 აგვისტოდან მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ (Lufthansa) აღადგენს, ხოლო 8 აგვისტოდან, პარიზი – თბილისი – პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას ავიაკომპანია „ეარ ფრანსი“ (Air France) განაახლებს.

დატოვე კომენტარი