სამოქალაქო აქტივისტებმა საჯარო სექტორს გარემოს დაცვის კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს

12:10, 20.09.2019

სამოქალაქო აქტივისტები თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ და საჯარო სექტორს გარემოს დაცვის კუთხით მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდეს.

მოძრაობის „ახალგაზრდა მწვანეების“ თქმით, მსოფლიოში კლიმატის ცვლილებებისგან გამოწვეული კრიზისის წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს საქართველოც შეუერთდა. მათივე თქმით, აქციის მონაწილეები მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ, უარი თქვან ნავთობმომპოვებელ კომპანიებზე და ინვესტიციები განახლებად ენერგიებში ჩადონ.

ამასთან „ახალგაზრდა მწვანეებმა“ საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, უარი თქას ჰესების მშენებლობებზე. ამასთან მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო განვითარება და დედაქალაქში ტრამვაის დაბრუნება.

დღესვე, მოძრაობის წევრებმა აქციაზე „ბათუმი რივიერას“ მშენებლობაც გააპროტესტეს.

მსგავსი