სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს
სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს

„ვითხოვთ დამოუკიდებელ სასამართლოს!” – ამ სლოგანით სტუდენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა უზენაესი სასამართლოდან პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

მათი განცხადებით, მთავარ მოთხოვნად სასამართლო სისტემიდან იმ მოსამართლეების ჩამოშორება რჩება, რომლებმაც თავის დროზე რეპრესიული სისტემა შექმნეს.

აქციის მონაწილეების თქმით,ისინი დამოუკიდებელი სასამართლოსთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ.

„ჩვენი პოზიციაა, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და ის კლანი, რომელმაც თავის დროზე შექმნა რეპრესიული სისტემა ქართულ მართლმსაჯულებაში, შეიძლება დღეს, ხვალ ან ზეგ გაურიგდეს ნებისმიერ ხელისუფლებას. მათ აერთიანებთ მხოლოდ კლანური ინტერესები და საკუთარი პოზიციების შენარჩუნების სურვილი. ათასობით მოქალაქემ უკვე ვიწვნიეთ რეპრესიული სახელმწიფოს შედეგები საკუთარ თავზე. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი კუპრაძემ.

დატოვე კომენტარი