სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას მართავენ
სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას მართავენ

სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის რეზიდენციასთან მდუმარე საპროტესტო აქციას მართავენ.

აქტივისტები სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან ნიღბებით მივიდნენ.

მოგვიანებით, მედიასთან საუბრისას მათ თქვეს, რომ აპროტესტებენ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ პირთა სიას. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი მოითხოვენ სალომე ზურაბიშვილისგან პოზიციის დაფიქსირებას და ახსნა-განმარტებას. ამასთან, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, პრეზიდენტმა პასუხი აგოს საკითხზე, დაიწყოს მოკვლევა, რათა ცნობილი გახდეს, შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს პრეზიდენტის ქმედება.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის  დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე.