სამომხმარებლო ფასები საქართველოში ერთ წელიწადში 2,8 პროცენტით გაიზარდა

11:40, 03.08.2018

ერთ წელიწადში საქართველოში სამომხმარებლო ფასები 2,8 პროცენტით გაიზარდა.

ინფლაციის მაჩვენებელს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ერთწლიან პერიოდში ფასების ყველაზე მეტი ზრდა აღინიშნება ტრანსპორტის ჯგუფზე – 6,9%. ამასთანავე, 4,2%-ით გაძვირდა ხორცი და ხორცპროდუქტები. თევზეული 3,7%-ით გაძვირდა, ზეთი და სხვა სახის ცხიმი – 4,6%-ით, რძე ყველი და კვერცხი – 2,6%-ით.

ერთი წლის განმავლობაში, ასევე გაძვირდა წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება – 7,7%, ხოლო ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა საშუალებები – 6%. ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეული ხარჯი კი, 5%-ით გაიზარდა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, ერთ წელიწადში მცირედით გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 8,3%-ით.

 

მსგავსი