სამოკავშირეო ძალების გასვლის შემდეგ, ქაბულის აეროპორტში პირველი კომერციული რეისი განხორციელდა
სამოკავშირეო ძალების გასვლის შემდეგ, ქაბულის აეროპორტში პირველი კომერციული რეისი განხორციელდა

სამოკავშირეო ძალების გასვლის შემდეგ, ქაბულის აეროპორტში პირველი კომერციული რეისი განხორციელდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ორშაბათს დილით, ქაბულის აეროპორტში პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი დაჯდა. ავიახაზების წარმომადგენლის განცხადებით, ისლამაბადსა და ქაბულს შორის სპეცრეისი განხორციელდა, რომელიც ჰუმანიტარული ძალისხმევის ხელშეწყობას ემსახურებოდა.

ქაბულის აეროპორტში საერთაშორისო ავიაფრენები 31 აგვისტოს სამოკავშირეო ძალების გასვლის შემდეგ არ განხორციელებულა.

ქაბულის აეროპორტში საერთაშორისო ფრენების განახლებას დიდი მნიშნელობა აქვს ადგილობრივებისთვის და ავღანეთში დარჩენილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთის, რომლებმაც საევაკუაციო პროცესის პერიოდში ვერ მოახერხეს ქვეყნის დატოვება. „თალიბანის“ მიერ წარდგენილი ახალი მთავრობა საერთაშორისო საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ხელს არ შეუშლიან არავის, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს.