სამოგზაურო ჟურნალი The Culturetrip მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს
სამოგზაურო ჟურნალი The Culturetrip მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს

სამოგზაურო ჟურნალი The Culturetrip ახალი კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, მკითხველს თბილისსა და ევროპის ხუთ ქალაქში მოგზაურობას ურჩევს.

აღნიშნულ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სტატიაში, სათაურით – Travel After Coronavirus: The Lesser-Known European Cities To Visit, ჟურნალისტი ჟოზეფინ პლატი გოტენბერგთან, ბელგრადთან, ტირანასთან, გდანსკთან და კორბოდასთან ერთად, საქართველოს დედაქალაქს აღწერს. სტატია თბილისით იწყება.

„თბილისს უნიკალური გეოგრაფიული და კულტურული მდებარეობა აქვს. კულტურა ამ ქალაქის ისტორიასთან და პროგრესთან ერთად არის გადაკვეთილი. თბილისი გამოირჩევა საბჭოთა, მოდერნისტული შენობებით, ეკლესიებითა და შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრეებით. ეს არის ინოვაციის ქალაქი, რომელშიც შერწყმულია ხელოვნებისა და მოდის სცენები. ამ უკანასკნელმა ბოლო წლებში გავლენა მოახდინა გლობალურ მოდაზე. თბილისით მრავალი დიზაინერი და მყიდველი დაინტერესდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

სტატიის ავტორი მკითხველს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეისა და საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმის დათვალიერებას, ასევე გოგირდის აბანოების სტუმრობას, კერძებიდან კი, ხაჭაპურის დაგემოვნებას ურჩევს.

სამოგზაურო ჟურნალს The Culturetrip ყოველთვიურად მთელ მსოფლიოში 20 მილიონი მკითხველი ჰყავს.