სამმატჩიანი შესვენების შემდეგ თორნიკე შენგელია მოედანს მონაკოში დაუბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ბოლონიის „ვირტუსში“ სამმატჩიანი შესვენების შემდეგ ითამაშა. მიუხედავად თანაბარი პირველი ტაიმისა, საბოლოოდ გამარჯვება „მონაკოს“ დარჩა – 81:68. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მანუჩარ მარკოიშვილი მუშაობს.

შენგელიამ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, საბოლოოდ კი 18 წუთი ითამაშა. 2 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა – ასეთი გახლდათ ქართველის მონაგარი. მატჩის ბომბარდირი მონაკოელი ოკობო გახდა, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო.

29 ტურის შემდეგ 13 მოგებით „ვირტუსი“ ევროლიგაზე მე-12 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 19 მარტს იტალიის ჩემპიონატში „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.