სამკვირიანი შიმშილობის შემდეგ, ალექსეი ნავალნი სასჯელაღასრულების დაწესებულების კოლონიიდან საავადყოფოში გადაჰყავთ
სამკვირიანი შიმშილობის შემდეგ, ალექსეი ნავალნი სასჯელაღასრულების დაწესებულების კოლონიიდან საავადყოფოში გადაჰყავთ

სამკვირიანი შიმშილობის შემდეგ, ალექსეი ნავალნი პოკროვის დასახლებიდან, სასჯელაღასრულების დაწესებულების კოლონიიდან საავადყოფოში გადაჰყავთ, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავალნის ვიტამინების თერაპია დაუნიშნეს. მანამდე, პროფკავშირმა „ექიმების ალიანსმა“ განაცხადა, რომ ნავალნის სისხლში მომატებულია კალიუმის შემადგენლობა, რამაც შესაძლოა, ნებისმიერ წამს გულის გაჩერება გამოიწვიოს.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს. ნავალნი გერმანიაში „ნავიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. 2 თებერვალს, რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.