სამკურნალო საშუალებების კომპანია IBA-ს წარმომადგენელი - მოხარული ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, მონაწილეობა მივიღოთ ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტში
სამკურნალო საშუალებების კომპანია IBA-ს წარმომადგენელი - მოხარული ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, მონაწილეობა მივიღოთ ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტში

მოხარული ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, მონაწილეობა მივიღოთ ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტში, – განაცხადა სამკურნალო საშუალებების წამყვანი კომპანია IBA-ს მხრიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტირების მენეჯერმა, კარლოს ეგერეს-სიმონესმა.

„IBA მოხარულია, რომ მიეცა საშუალება მონაწილეობა, მიიღოს ამ შესანიშნავ პროექტში. მას გააჩნია უდიდესი გამოცდილება კიბოს მკურნალობის სფეროში, უახლესი ტექნოლოგიების თვალსაზრისით. აგრეთვე, მოხარული ვარ, რადგანაც მოგვეცა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის და პარტნიორობის საშუალება.

ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ჩვენს ტექნოლოგიებზე, ციკლოტრონზეა საუბარი და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პროცესი იქამდე დასრულდება, ვიდრე დასრულდება სამშენებლო პროცესი და ჩვენ მაშინვე შევძლებთ აღნიშნული ციკლოტრონების დამონტაჟებას“, – განაცხადა კარლოს ეგერეს-სიმონესმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ადრონული თერაპიის ცენტრის საპროექტო სამუშაოები უკვე დაიწყო.