სამხრეთამერიკული ნაკრებები არ ითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ ტურნირს ორ წელიწადში ერთხელ ჩაატარებენ #1TVSPORT
სამხრეთამერიკული ნაკრებები არ ითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ ტურნირს ორ წელიწადში ერთხელ ჩაატარებენ #1TVSPORT

სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციამ (CONMEBOL) ჩაატარა კრება, რომელის მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების თემას მიეძღვნა.

„არ არსებობს არანაირი მიზეზი, სარგებელი ან საფუძველი იმ ცვლილებებისა, რომელსაც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) გვთავაზობს.

ამასთან დაკავშირებით, ქვეყნებმა, რომლებიც შედიან CONMEBOL-ში, დაადგინეს, რომ ისინი არ ითამაშებენ მსოფლიოს ჩემპიონატში, თუ ეს ტურნირი ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება.

პროექტი, რომელზეც დღეს არის ლაპარაკი, უარს ეუბნება მსოფლიო ფეხბურთის თითქმის 100-წლიან ისტორიასა და პლანეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სპორტულ მოვლენას.

CONMEBOL მხარს უჭერს მსოფლიოს ჩემპიონატის ამჟამინდელ ფორმატს და შერჩევის სისტემას, რადგან დამტკიცებულია, რომ ეს არის წარმატებული მოდელი, რომელიც ეფუძნება სპორტულ ოსტატობას და არის ჯილდო მონდომებისთვის, ნიჭისთვისა და გეგმაზომიერი სამუშაოსთვის“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

CONMEBOL-ის შემადგენლობაში შედიან არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაის, კოლუმბიის, ჩილეს, პარაგვაის, ეკვადორის, პერუს, ბოლივიისა და ვენესუელას ნაკრებები.