მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სამხრეთამერიკული კვალიფიკაცია 4 სექტემბერს დაიწყება
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სამხრეთამერიკული კვალიფიკაცია 4 სექტემბერს დაიწყება

სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CONMEBOL) თავისი წევრი ქვეყნების ფედერაციებთან ვიდეოკონფერენცია ჩაატარა. ვირტუალური შეხვედრისას მიიღეს გადაწყვეტილება – მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი CONMEBOL-ის ზონაში 2020 წლის 4 სექტემბერს დაიწყება.

საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ტური დანიშნული იყო 23 მარტისთვის, მაგრამ ის კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.

პირველ ტურში შემდეგი მატჩები გაიმართება: პარაგვაი-პერუ, ურუგვაი-ჩილე, არგენტინა-ეკვადორი, კოლუმბია-ვენესუელა, ბრაზილია-ბოლივია.