სამხრეთ ყაზახეთის ოლქში, სამხედრო ნაწილში ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
სამხრეთ ყაზახეთის ოლქში, სამხედრო ნაწილში ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ყაზახეთის რესპუბლიკაში, სამხრეთ ყაზახეთის ოლქში, სამხედრო ნაწილში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

რეგიონის ხელმძღვანელის, უმირზაკ შუკეევის განცხადებით, მობილიზებულია ყველა ახლომდებარე დასახლებული პუნქტი და ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ქალაქ არისის სრული ევაკუაცია გახდება საჭირო.

ხანძარი ქალაქის ახლოს მდებარე სამხედრო ნაწილში გაჩნდა, რის შემდეგაც საბრძოლო მასალებმა დაიწყო აფეთქება. ინციდენტის შედეგად დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.

ხანძრის გაჩენის მიზეზებზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევის ადგილზე ყაზახეთის თავდაცვის მინისტრი, ნურლან ერმეკბაევი გაემგზავრა.