სამხრეთ ტაივანში ძლიერი წვიმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 5 900-ზე მეტი ადამიანი კი ევაკუირებულია
სამხრეთ ტაივანში ძლიერი წვიმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 5 900-ზე მეტი ადამიანი კი ევაკუირებულია. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ტაივანის პრემიერ-მინისტრი ჩო ჯუნგ-ტაი ქალაქ ტაინანის მცხოვრებლებს შეხვდა. ტაიფუნ „დანასისა“ და ბოლოდროინდელი წვიმებისგან მოსახლეობა მძიმედ დაზარალდა.
მინისტრის თქმით, მისი კაბინეტი მუშაობს ამ კვირაში სპეციალური ბიუჯეტის შემუშავებაზე, რათა დაზარალებულმა მოსახლეობამ კომპენსაცია მიიღოს.
„ჩვენ იშვიათად გვქონია მსგავსი ქარიშხალი. ერთი თვე გავიდა ტაიფუნ „დანასიდან“ და მას შემდეგ გადაუღებლად წვიმს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.