სამხრეთ სუდანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ სუდანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბასთან ახლოს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის სამოქალაქო საავიაციო სამსახურის განცხადებით, შემთხვევა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოხდა.

მათივე ცნობით, კატასტროფა კომპანია CityLink Aviation-ის თვითმფრინავმა, Cessna 208 Caravan-მა განიცადა და მის ბორტზე მყოფი 14-ვე პირი, 13 მგზავრი და ერთი პილოტი, დაიღუპა. დაღუპულებიდან 12 – სამხრეთ სუდანის, ორი კი კენიის მოქალაქე იყო.

წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა.