სამხრეთ სუდანის ათ მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

12:58, 22.05.2020

სამხრეთ სუდანის ათ მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ყველა მათგანი ქვეყანაში მოქმედი „კოვიდ-19“-ის სამუშაო ჯგუფის წევრია. სამუშაო ჯგუფის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც კორონავირუსი არ აღმოჩნდა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს, რიკ მაჩარსაც დაუდასტურდა.

ინფიცირებული მინისტრები ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ხოლო ათობით დაცვის თანამშრომელი, რომელსაც „კოვიდ-19“ ასევე აღმოაჩნდა, კარანტინში იმყოფება. სამხრეთ სუდანში „კოვიდ-19“-ის 481 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის ექვსი ფატალური.

მსგავსი