სამხრეთ ლიბანზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი

10:18, 29.07.2024

ისრაელმა გასულ ღამეს სამხრეთ ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით Times of israel-ი ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის ძალებს მომხდარზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი