სამხრეთ ლიბანში, გაერო-ს მისიის ბაზაზე აფეთქების შედეგად ოთხი იტალიელი სამხედრო დაშავდა
სამხრეთ ლიბანში, გაერო-ს მისიის ბაზაზე ორი რაკეტის აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა ოთხი იტალიელი სამხედრო. ამის შესახებ იტალიის მთავრობამ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მსგავსი თავდასხმები არის მიუღებელი და კვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს ადგილზე, რომ უზრუნველყონ გაერო-ს მისიის სამხედროების უსაფრთხოება ყველა დროში და იმუშაონ ერთად, რათა სწრაფად გამოავლინონ მომხდარზე პასუხისმგებლები, – განახადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ იტალიურ მედიას განუცხადა, რომ იერიშზე პასუხისმგებელი, შესაძლოა, ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ იყოს.
იტალიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი 122-მილიმეტრიანი რაკეტიდან ერთ-ერთი ბაზის ტერიტორიაზე ბუნკერს მოხდა, მეორე კი საერთაშორისო სამხედრო პოლიციის შტაბბინასთან მდებარე ოთახს, რამაც ახლომდებარე ინფრასტრუქტურა დააზიანა. აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა მინები, რის შედეგადაც ოთხი სამხედრო დაშავდა.