სამხრეთ კორეული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
სამხრეთ კორეული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, – ამის შესახებ სამხრეთ კორეული მედია იუწყება.

​როგორც ცნობილია, მცირე რადიუსზე მოქმედი რაკეტები ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე გაუშვეს. მათ 250 კილომეტრი იფრინეს და ზღვაში ჩავარდნენ. ფხენიანში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ბალისტიკური რაკეტების გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩრდილოეთ კორეაში ორი უცნობი ტიპის რაკეტა გამოსცადეს, რომლებმაც იაპონიის ზღვის მიმართულებით 430 კილომეტრი იფრინეს. ამასთან დაკავშირებით კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ რაკეტები მისი პირადი კონტროლის ქვეშ გამოსცადეს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განმარტებით, რაკეტების გამოცდა სამხრეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებთან დაკავშირებით გაფრთხილება იყო.

ოფიციალურმა ფხენიანმა ბირთვული ცდების შეჩერების შესახებ 2018 წლის აპრილში განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის პირველი შეხვედრის შემდეგ მიიღეს. თუმცა ლიდერებს შორის გამართული მეორე შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა. მხარეებმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.