სამხრეთ კორეული მედიის ინფორმაციით, აშშ-სთან ჩაშლილი სამიტის შემდეგ კიმ ჩენ ინმა მთავარი მომლაპარაკებელი სიკვდილით დასაჯა
სამხრეთ კორეული მედიის ინფორმაციით, აშშ-სთან ჩაშლილი სამიტის შემდეგ კიმ ჩენ ინმა მთავარი მომლაპარაკებელი სიკვდილით დასაჯა

აშშ-სთან ჩაშლილი სამიტის შემდეგ კიმ ჩენ ინმა მთავარი მომლაპარაკებელი, კიმ ჰიოკ-ჩოლი სიკვდილით დასაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული გამოცემა „ჩოსუნი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ჩრდილო კორეელი დიპლომატი, რომელიც მოლაპარაკებებს აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტეფენ ბიგუნთან აწარმოებდა, მთავრობის ოთხ სხვა წევრთან ერთად მირიმის აეროპორტში დახვრიტეს.

ჩოსუნის“ ინფორმაციით, კიდევ ერთი დიპლომატი, ჩრდილო კორეის ლიდერის ყოფილი მარჯვენა ხელი კიმ ჩენ-ჩოლი შრომის და გადამზადების ბანაკში გაგზავნეს. კიმ ჩენ-ჩოლი სამიტის მოსამზადებელ საკითხებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან განიხილავდა და აშშ-საც სტუმრობდა.

სამხრეთ კორეული გამოცემის თანახმად, ჩრდილო კორეის ლიდერის უკმაყოფილება გამოიწვია სამიტის თარჯიმანმა, შინ ჰე-იონმაც, რომელსაც შეცდომით თარგმნისთვის ლიდერის ავტორიტეტის შელახვაში დასდეს ბრალი და ციხის ბანაკში გაგზავნეს.