სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ჰე ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნეს და 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მას კორუფციის 18 ეპიზოდში წაუყენეს ბრალი.

ეს ყველაზე მასშტაბური დანაშაულია, რაშიც ოდესმე სამხრეთ კორეის რომელიმე პრეზიდენტისთვის ბრალი წაუყენებიათ.

 

პაკ კინ ჰემ თანამდებობა 2017 წლის მარტში იძულებით დატოვა. მის გადადგომას ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ითხოვდნენ.

ყოფილმა პრეზიდენტმა თავდაპირველად უარი თქვა, საკუთარ სასამართლო პროცესს დასწრებოდა. იგი ამტკიცებდა, რომ სასამართლო და პროკურატურა ცრუობს.